კათედრაში შემავალი საგნები:1)ინგლისური ენა 2)რუსული ენა
კათედრის თავმჯდომარე:თ.ჩალახეშაშვილი
კათედრის მდივანი:მ.წამებულიძე
კათედრის წევრები:ლია ქიტესაშვილი,მაია წამებულიძე,მადონა ავეტისიანი,ქეთინო ცერცვაძე.
კათედრის წევრთა საერთო ფუნქციები:აკადემიური მოსწრების სტატისტიკური ანალიზი,კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობის ორგანიზაცია,ჩამორჩენილ მოსწავლეებთან მუშაობა,კათედრის წევრთა ურთიერთდახმარება, ინფორმაციის მოძიებაში ხელის შეწყობა,მოსწავლეების აქტიური ჩართვა სკოლის ღონისძიებებში და კლასგარეშე მუშაობაში.
უცხოური ენების საგნობრივმა ჯგუფმა,მოსწავლეს,სახელმწიფო ენასთან ერთად უნდა განუვითაროს მინიმუმ 2 ენაზე კომუნიკაციის უნარი.ამ ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა,ზეპირი და წერითი უნარის განვითარება და ყურადღება ექცევა შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას.უცხოური ენის კათედრას,დასახული აქვს სწავლების მიზანი,ძირითადი ამოცანები და მიჰყვება საერთო და პედაგოგთა ინდივიდუალურ გეგმებს.
პირველი სემესტრის სწავლების შედეგებითა და მასწავლებელთა დაკვირვებით თუ ვიმსჯელებთ,ირკვევა,რომ მოსწავლეებს უჭირთ ზეპირი მეტყველება.ასევე,წერაში დაბალი ქულებით ფასდებიან,ამიტომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და საჭიროა მოსწავლეთა დაინტერესება სწავლის მიმართ.პირველ სემესტრში,ჩატარდა სამი სხდომა.
კათედრის სხდომა #1:სხდომის ჩატარების თარიღი 24.09.10.სხდომას ესწრებოდა კათედრის ყველა წევრი.
დღის წესრიგში:1) კათედრის წევრთა საათობრივი დატვირთვის განხილვა;
2)სახელმძღვანელოთა ნუსხის დამტკიცება;
3)შეფასების კომპონენტების განხილვა;
4)სამუშაო გეგმის განხილვა-დამტკიცება;
5)ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების განხილვა-გაანალიზება;
დაადგინეს:დამტკიცდეს კათედრის წევრთა საათობრივი დატვირთვა:ქიტესაშვილი ლია_24 საათი;წამებულიძე მაია_24 საათი;ფარეხელაშვილი ინა_18 საათი;ავეტისიანი მადონა_20 საათი;ჩალახეშაშვილი თამარ_20 საათი.
სახელმძღვანელოების ნუსხა,რომლითაც იხელმძღვანელებენ პედაგოგები:5-6 კლასები რუსული ენა_მაია რევია;7,8,9,10,11,12 კლასებში, რუსული ენა_ლორთქიფანიძე მ და ჩხეიძე ი.
ინგლისური ენა:3,4,5,6 კლასებში_თ.ჯეჯილაშვილი;7,8,9,10,11,12_მ.თევზაძე და მ.ჯაფარიძე;
კათედრის მეორე სხდომა ჩატარდა 29 ოქტომბერს.განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები.კათედრის გამგემ,რეაგირება მოახდინა ქალბატონ მადონა ავეტისიანის მოხსენებით ბარათზე.გაფრთხილებულები იქნენ ყოფქცევის დამრღვევი მოსწავლეები და მივიღეთ შესაბამისი ზომები:გაკვეთილზე დასწრება.კათერის სხდომაზე დამტკიცდა შემაჯამებელი გაკვეთილების განრიგი.ინგლისური ენის მასწავლებელი განთავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე.მის ადგილას დაინიშნა ქ.ცერცვაძე.
კათედრის მესამე სხდომა ჩატარდა 26 ნომბერს,დღის წესრიგით.გაცდენების,დაგვიანებების და ცუდი ყოფაქცევის მოსწავლეების საკითხის განხილვა.საატესტაციო გამოცდებისთვის მომზადება,სასწავლო პროცესებში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.კათედრის წევრები შეთანხმდნენ, იმუშაონ ორგანიზებულად,ურთიერთთანამშრომლობით.
ინგლისური ენის მასწავლებლის,მ.წამებულიძის მიერ,2 ნოემბერს,4(2) კლასში,ჩატარდა ღია გაკვეთილი,თემაზე ''ქვეყნები''.გაკვეთილი იყო მეთოდურად სწორად დაგეგმილი.მოსწავლეებს ჰქონდათ მომზადებული სხვადასხვა ქვეყნის დროშები;გამოავლინეს ცოდნის მაღალი დონე;გაკვეთილმა საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა.ბავშვები მეტყველებდნენ შესაბამისი ლექსიკით,შეძლეს გუნდური მუშაობის სწორად წარმართვა,მსჯელობდნენ,ისმენდნენ სხვების მოსაზრებებს,გამოთქვამდნენ საკუთარს,მოქმედებდნენ გუნდის წევრების შესაბამისად.გაკვეთილმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ინგლისური ენის მასწავლებლის, ლ.ქიტესაშვილის მიერ,12 ნოემბერს,5(2) კლასში,ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე ''ცხოველები''.გაკვეთილის მიზანი იყო ბავშვებს შეძლებოდათ ცხოველების კატეგორიზაცია_მათი დახასიათება.ბავშვები საუბრობდნენ ძირითადი თემის ირგვლივ.მეტყველებდნენ შესაბამისი ინტონაციით.აკავშირებდნენ ტექსტში მოცემულ ინფორმაციას.საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოჰქონდათ დასკვნა.მოსწავლეები იყენებდნენ ემოციების,დამოკიდებულებების და შთაბეჭდილებების გამომხატველ,ხშირად ხმარებულ ენობრივ საშუალებებს.აღწერა-დახასიათებისას იყენებდნენ სხვადასხვა ტიპის შედარებებს.ბავშვებმა იმუშავეს როგორც ინდივუდუალურად,ასევე,ჯგუფურად.ქ.ქიტესაშვილის მიერ ჩატარებულმა გაკვეთილმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
რუსული ენის მასწავლებლის,მადონა ავეტისიანის მიერ,7(1) და 7(2) კლასებში,ჩატარდა КВН,თემაზე ''რუსული სუვენირები''.ღონისძიება მდიდარი იყო სხვადასხვა სახალისო დავალებებით;ბავშვების მიერ მომზადებული იქნა რუსული სუვენირები;შესრულებული იქნება რუსული სიმღერები;გაუმასპინძლდნენ ერთმანეთს რუსული ბლინებით;თითოეულმა კლასმა,გამოაწყეს მოსწავლეები რუსულ,ტრადიციულ ტანისამოსში;მოსწავლეების მიერ შესრულებულ დავალებებს,აფასებდა ჟიური;კონკურსი ფრედ დამთავრდა.აღსანიშნავია, თითოეული კლასის მობილიზაცია,მოტივაცია და მონდომება.ბავშვები იჩენდნენ ინტერესს და გამოავლინეს ტოლერანტული დამოკიდებულება კულტურული თავისებურებების მიმართ.გუნდური მუშაობის დროს განსაზღვრეს და გადაინაწილეს ფუნქციები,მოიძიეს,შეარჩიეს და დაამუშავეს ინფორმაცია.აღსანიშნავია ის,რომ იგრძნობოდა პედაგოგის მიერ განხორციელებული შრომის ნაყოფიერი შედეგი.თავად მოსწავლეებიცა და ჟიურის წევრებიც კმაყოფილნი დარჩნენ.
დეკემბრის დასაწყისში,ჩავატარეთ სასკოლო-შემოქმედებითი კონფერენცია.შეფასდა მოსწავლეების მიერ დაწერილი თემები,მიეცათ შენიშვნები და მოსწავლეებს დაევალათ ამ შეცდომების გათვალისწინებით თემების შესწორება.
რუსული ენის მასწავლებლის,თ.ჩალახეშაშვილის მიერ,6(1)-6(2) კლასში ჩატარდა საკლასო ღონისძიება სახელწოდებით ''საახალწლო ნაძვის ხის ისტორია''.ბავშვებმა დაწერეს საახალწლო მისალოცი ბარათები;გააფორმეს საკლასო ოთახი;შეისწავლეს საახალწლო ლექსები;სიმღერები;ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლექსების თქმაში.აღსანიშნავია ის,რომ ბავშვებმა თავად მოიძიეს საახალწლო თემაზე საბავშვო ლექსები და სიმღერები.ღონისძიებამ ლამაზად ჩაიარა.
მეორე სემესტრში კათედრის წევრებს ბევრი მუშაობა ელით,რათა სასწავლო წელი წარმატებით დავასრულოთ.მე-12 კლასელებს ელით საატესტაციო გამოცდები,მათ სჭირდებათ დახმარება და გვერდში დგომა.კათედრა იმუშავებს არსებული რეზულტატის გასაუმჯობესებლად.
Wednesday, January 5, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
New comments are not allowed.