Pages

Русский язык

Русский язык

Thursday, January 26, 2012

ლიტერატურული გაზეთი "ალექსანდრე პუშკინი"

პროექტის სახელი: ლიტერატურული გაზეთი "ალექსანდრე პუშკინი"
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:მოსწავლეთა მიერ მასალის მოძიება ალექსანდრე პუშკინზე.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ მასალებს პუშკინის ბიოგრაფიის შესახებ;ფოტოებს ადგილებისა,რომლებმეც დატოვეს კვალი პუშკინის ცხოვრებაში.მოიძიებენ ცნობებს მისი შემოქმედების შესახებ,ლექსებს,რომელიც თარგმნილია ქართულ ენაზე; პუშკინის კავშირებზე საქართველოში და ლექსქბს საქართველოზე; გამოიკლევენ პუშკინის დუელის მიზეზებს.
მოსწავლეთა ასაკი: V11-1X კლასები
ხანგძლივობა: 1 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის მეშვეობით მასალის მოძიება და გაანალიზება, ჯგუფური მუშაობა, კითხვა, ლაპარაკი, მოსმენა,წერა,დისკუსიის გამართვა,ფოტომასალის შეგროვება,პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მისწავლეები გამოუშვებენ კედლის გაზეთს.შეიძლება შექმნან ენციკლოპედიური ხასიათის ბეჭდური ან ელექტრონული ჟურნალი, ალბომი, ვებ-გვერდი, ესეები,ბავშვებს განუვითარდებათ კომუნიკაციის, აზრთა ურთიერთგაზიარებისა და შეჯამების, დაკვირვების უნარ-ჩვევა.
სარგებელი სხვებისთვის: გაზეთის საშუალებით მიაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ მსურველს ალექსანდრე პუშკინის შესახებ.
სამუშაო ენა: რუსული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთაბ კავშირი:
ქართული - შექმნიან ესეებს,ჩანახატებს. ხელოვნება -შექმნიან ალბომს, დახატავენ გაზეთს. ისტორია გაეცნობიან ადგილებს, სადაც მოგზაურობდა პუშკინი.
პროექტის ფასილიტატორი: თამარ ჩალახეშაშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tamarigia @gmail.com

No comments:

Post a Comment